“გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით. რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულების პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ ეს მუხლი კანონის დარღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სსკ-ის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ” – თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა










