“როდესაც სახლებში გვივარდებიან სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს სცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად.
შემდეგ კვირაში რუსული კანონის მესამე მოსმენაა. ერთად უნდა ვუთხრათ “არა”, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას და მის ძალმომრეობას!
საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ.
11 მაისს უნდა გამოვიდეთ ძალიან, ძალიან ბევრნი, გაიმართება მსვლელობა 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ.
12 მაისს კი 22:00 საათიდან პარლამენტთან უნდა გამოვიდეთ და გავათენოთ ღამე საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი იარაღი, ვიდგეთ ერთად ძალიან ბევრნი და მტკიცედ, გამარჯვებამდე!
შევხვდებით ჯერ 11 მაისს, მეტრო 300 არაგველთან, 19:00 საათზე და მარშით მივალთ ევროპის მოედანზე, პარტია “ახალი” იდგება 300 არაგველთან, სხვები სხვა ლოკაციებზე” -წერს “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში
” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა
ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...










