„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სასცენო კონსტრუქციის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება აღმაშენებლის ქუჩის N5-იდან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი).
ამასთან, 2 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბავშვო გასართობი ატრაქციონების განთავსებისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე; ხოლო 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ვინტაჟური ავტომობილების გამოფენის მოწყობისთვის, პარკირება ნაწილობრივ შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ.
შეზღუდვები 1 მაისის 18:00 საათიდან 3 მაისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.
2 მაისს, ქუთაისში, გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიება გაიმართება.
ქალაქის მერიამ დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.










