ფ ო ტ ო ა მ ბ ა ვ ი.
“აღდგომას რომაა თბილისი ცარიელი,სწორედ ასეთი ცარიელი იყო ხონი დღეს 😊
საყვავილედან გამოიტანა ეს თაიგული,დავინტერესდი და უკან გავყევი 😊 თავის მანქანასთან მივიდა…
კადრში არ ჩანს,წინა სავარძელზე მისი მეუღლე,ჩვენი ყოფილი კოლეგა, უკეთილშობილესი ქალბატონი, იამზე გიორხელიძე ზის 🥺
88 წლის ,,ბიჭმა”,ეს ყვავილები, თავის 72 წლის ,,გოგოს” მიართვა,დაბადების დღე გავულამაზეო 🥺
იუბილარმა-ავადმყოფობამ ხელი დამრია🥺 და არ მინდოდაო, მაგრამ ძალით წამომიყვანაო.
იუბილარის ქმარმა: ,,მაგას არ უნდოდა, მაგრამ მე მინდოდა მისი გახარებაო” 😊😊😊
მე კიდე თქვენთვის მომინდა ამ ამბის მოყოლა,თუ ვინმეს გცალიათ,წაიკითხავთ და მიულოცავთ იუბილარს ხომ კარგი, თუ არა და დარჩება კადრი კადრად და ფოტოამბავი ამბად.”
წერს ნონა ქურასბედიანი
🪻🪻🪻










