აქციას, რიგით მოქალაქეებთან ერთად, ქუთაისელი არტისტები: Kvadrati, Red Wine, ვიპლიკები და SKAZZ-ი შეურთდებიან.
აქციაზე შეკრებილების მთავარი სათქმელი ერთი იქნება: არა რუსულ კანონს!
“ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის, ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შტატების მკაფიო პოზიციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტს დღეს მეორე მოსმენაზე გააქვს რუსული კანონი. დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები.
29 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ყველას, ვინც ირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს, გელოდებით ერთ-ერთ ყველაზე ევროპულ ქალაქში (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ)”,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილას, მოსმენა დილის 09:00 საათზე დაიწყო. საღამოს 20:00 საათზე კი “ოცნება” პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო შეკრებას მართავს. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება ბიძინა ივანიშვილი.










