LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს”-ირაკლი კობახიძე

default

“ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს”-ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/04/26-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რასაც ჰქვია – საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის.

„გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4-ზოლიანი გზა.

მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.

ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და ეტაპობრივად დასრულდება ყველა დაგეგმილი პროექტი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანსევროპული ქსელის, ე.წ. შუა დერეფნის, შემადგენელი ნაწილია; თანამედროვე პროცესების ფონზე ეს გზა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს პროექტი ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.

„ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე -კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობაში; იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.

საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო. საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ მას თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს,”- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ქართველ თუ უცხოელ სპეციალისტს, რომელიც ჩართული იყო სამუშაოებში – ინჟინრებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს. თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც წარმატებები გისურვოთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთასთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.

ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.

პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

თეგები: ზესტაფონიზესტაფონის სემოვლითი გზაირაკლი კობახიძე
გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – რუსეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობით და სწრაფი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ გაფრთხილდით, სიჩქარემ შეცდომები არ გამოიწვიოს. კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დიდი ხარჯები დროებით გადადოთ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1982...

დაწვრილებითDetails

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სსიპ-ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ავტომობილის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.მ.-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"