ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “კონსერვატიული მოძრაობის”, იგივე “ალტ-ინფოს” ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა.
მიზეზად ცესკო ასახელებს, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ქართული იდეა” რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას
ცნობისთვის, 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა “კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს” რეგისტრაცია გააუქმა. გაუქმების წარმოების დაწყების საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.









