გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსესუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს!
აღარ იციან, რითი ავნონ საკუთარ ქვეყანას. წარმოიდგინეთ, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია და მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდისკენ. მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია!
ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა!-მამუკა მდინარაძე









