ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღლო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაცნობოდნენ, წარედგინათ თავიანთი კომპანიები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები.









