კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთში ვიზიტს გეგმავს . პრემიერის ბრძანებით ირკვევა, რომ კობახიძესთან ერთად პუტინის მეგობრის, ვიქტორ ორბანის ქვეყანაში სამთავრობო დელეგაციაც მიემგზავრება, მათ შორის იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილიც
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება და ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი. დამატებითი დეტალები, მაგალითად ვის შეხვდება კობახიძე უნგრეთში, ამ ეტაპზე უცნობია.









