“საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება” და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებს აქვს შანსი გააერთიანოს ძალები და მომავალი არჩევნებისთვის შექმნას პროევროპული ალტერნატივა, რომელსაც დამსახურებული ნდობა ექნება” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი X-ზე წერს და გუშინ, 20 აპრილს, თბილისში გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აზიარებს
“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...










