„ბიძინა ივანიშვილს ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ნიკარაგუაში და იმ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც ეს კანონი ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესება და რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რათა ქვეყნის განვითარება ააცილონ ევროპის გზას. ეს დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა შეუშვან დასავლეთის ქვეყნებში. უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და ბინები, რომლებიც ყოველ მეორეს აქვს დასავლეთში. უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
78 მიკროავტობუსის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ 78 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის (მიკროავტობუსის) შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში ინტერესი არცერთ კომპანიას არ გამოუხატავს. 78...










