“ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის, და ასევე მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს… მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მიზანი, მიზანი არ არის დაჩქარება, არამედ ხელის შეშლის თავიდან აცილება. ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესშია. ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს” – ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ TV5 Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში
ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს
25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...










