რუსეთის პარლამენტი თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი “ქართული ოცნებისთვის” მაშველი რგოლი აღმოჩნდა. რუსი პროპაგანდისტი ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც “უცხოური აგენტების” შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან, სხვა სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებენ. ვოლოდინი თავს აშშ-ს ესხმის და ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და სხვებზე საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა უნდა.
ამასთან, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე “ოცნების” მსგავსად ამტკიცებს, რომ აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების დამხობა უნდა.
ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, აშკარად მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებით და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით.
დღეს, შეერთებული შტატების გარდა, უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ უფრო ლიბერალური, ვიდრე ამერიკული, მოქმედებს ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში. რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს.
ეს ყველაფერი ვაშინგტონის პოლიტიკის გამო ხდება, რომელსაც სხვებზე საკუთაი უპირატების წარმოჩენა უნდა და ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ ასეთი ისტერიკა შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებაა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაამხოს. ამისთვის უკვე გამოიყო ფული და კანონის მიღებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები, – წერს ვოლოდინი.










