„ჩემი აზრით, რა კანონიც იყო, ის პასუხი გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან მიიღო. უბრალოდ, მე ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი თავისი პროფილით შეზღუდულები არიან. ზოგადად არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პოლიტიკური პარტიები იყვნენ მის სათავეში. იცით, რომ პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს და ზოგადად, ისე ჩნდებიან, რომ ხალხი მერე იშლება. ამიტომ, მე მგონია, რომ რაც შეიძლება „ენჯეო“ სექტორმა ყველაზე კარგი გააკეთოს, არის, რომ დააორგანიზოს პოლიტიკოსების საჯარო დებატები და შეხვედრები ერთმანეთთან. იმისთვის, რომ ხალხის თვალწინ იგრძნობოდეს ის პოზიციები და დაპირებები, რომელსაც ოპოზიცია და სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შეასრულებდა იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლებაში იქნებოდა არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...










