ძლიერი წვიმის შემდეგ დუბაის აეროპორტი დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქვეყნებენ კადრებს, თუ როგორ კვეთენ თვითმფრინავები წყალს საჰაერო ნავსადგურში და ასევე აზიარებენ ვიდეოებს წყალდიდობაში მოხვედრილი მეტროპოლიიდან.განვითარებულმა სტიქიამ აეროპორტის განრიგში საკუთარი ცვლილებები შეიტანა. ბევრი რეისი უკვე გაუქმებულია, ზოგიერთი კი გადაიდო. პარალელურად, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა აბუ-დაბიში, დუბაიში, შარჯასა და რას ალ-ხაიმაში. RTA ასევე იტყობინება, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და დუბაის სადგურებს შორის მეტროში შეფერხებებია არასტაბილური ამინდის პირობების გამო.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.










