ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ქუთაისის “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა . შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძელთა მხრიდან უდიდესი დანაკლისი გიორგი არაბიძის არყოფნის სახით აშკარა შესამჩნევი აღმოჩნდა. შეხვედრის მე-14 წუთზე ანგარიში ლუკა ხორხელმა გახსნა,სტუმრები დაწინაურდნენ.მატჩის 33-ე წუთზე “ტორპედოს” რიგებში პირესს გოლის გატანის შანსი ჰქონდა ,თუმცა “სამგურალის” მეკარემ იყოჩაღა.
შეხვედრის მეორე ნახევარი “ტორპედოელებმა” აქტიურად დაიწყეს ,რამაც თავის მხრივ შედეგი გამოიღო. 49-ე წუთზე ნინკოვიჩმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა . 83-ე წუთზე კი ბიორნ იონსენმა მჭედლიშვილის საგოლე გადაცემა გოლად აქცია ,გოლიც ჩაითვალა და 32 წლის ნორვეგიელს 8 ტურში 6 გოლი დაუგროვდა. შეხვედრის მიწურულს მატჩის მთავარმა არბიტრმა “სამგურალის” რიგებიდან ნიკა კალანდარიშვილი გააძევა და სტუმრები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ.
97-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ალეკო ბასილაძემ გაიბრწყინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა:”ტორპედო”-“სამგურალი” 3-1
ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს
ქუთაისელი ძიუდოისტების წარმატება მაკედონიაში. ქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა ინანეიშვილი 100 კგ. მწვრთნელი, დავით თევდორაძე; ბრინჯაოს მედალი- საბა ქარდავა 100კგ....










