“ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. მესმის, რომ ეს არის მხოლოდ წინადადება, იქნება დისკუსიები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე კვირა, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის საქართველოში, ევროკავშირის წევრობის გზაზე მიმავალ ქვეყანაში” – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი რუსულ კანონზე
პატრიარქი – ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო
ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...










