უკრაინაში მებრძოლი ქართველი, კოკა მურაჩაშვილი რადამ “ბრძოლაში მამაცობისათვის” ორდენით დააჯილდოვა .ის დანაყოფ “შავი არწივის” რიგებში ირიცხება. მურაჩაშვილი ცოტა ხნის წინ ბახმუტის მიმართულებაზე სამხედრო დავალების შესრულების დროს დაშავდა, ექიმებმა მებრძოლისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს. კოკა მურაჩაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, არის აგვისტოს ომის ვეტერანი და არაერთი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე
დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...










