გადაიდო გოგი წულაიას სასამართლო პროცესი, მასაც ქუთაისის მერია ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსებას ედავება. საჯარიმო ოქმი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა ამოწერა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებს. თუმცა პროცეზე მერიის წამომადგენლებმა განმარტებისდა მიხედვით ჯანმართლობის მდგომარეობის გამო გამოცხადება ვერ შეძლეს.
„არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალებას და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ”- შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. შსს-ს...









