ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. მათ პერმანენტული აქციები დღეს, 8 აპრილს დააანონსეს.
მათი ძირითადი მოთხოვნებია:
- მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება;
- პერსონალიზებული მედიცინა – ყველა პაციენტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება, რაც სხვადასხვა ხარჯთან არის დაკავშირებული;
- ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას გადადგომა, ვინაიდან მან “ონკოპაციენტები მოატყუა;”
- ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.










