ქუთაისის ფოსტის შენობაში კვლავ ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 პროგადა და პოლიცია, პერიმეტრი გადაკეტილია.
ცნობისთვის, ფოსტის ისტორიულ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხანძარი 3 აპრილს გამთენიისას გაჩნდა. დაიწვა შენობის მეორე სართული, რომელიც წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი.










