რუსეთში, დატბორვის შედეგად ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა . წყალი მეორე დიდ ქალაქ, ორენბურგსაც უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორსკში ვითარება “კრიტიკულია”. დატბორილი სახლებიდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ქალაქის ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ორენბურგის მთელ ოლქშიც. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მუშაობა შეწყვიტა ორენბურგის ოლქის ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, Orsknefteorgsintez-მაც.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, ასევე, დაიწყეს კურგანის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების პროფილაქტიკური ევაკუაცია.










