LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ანუ რატომ თქვიო რომ მე მოვკალიო” -ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს მუხლი გადაუკვალიფიცირეს

xr:d:DAFyXhZs5kU:142,j:8278040115109259249,t:24040608

“ანუ რატომ თქვიო რომ მე მოვკალიო” -ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს მუხლი გადაუკვალიფიცირეს

დაპოსტა 2024/04/06-ში
A A
713
ნახვა
გაზიარება

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. უფლებადამცველი წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

“ქალი, რომელიც დააკავეს (სამტრედიაში) ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ბრალი წარედგინა სსკ – ის 109- ე მუხლით, მოეხსნა მძიმე ბრალდება და ბრალი დაუზუსტეს სსკ 370- ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

მეგობრებო, ვსაუბრობ სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც უდანაშაულო ქალი დააკავეს ქმრის მკვლელობის ბრალდებით და სინამდვილეში მკვლელი ბრალდებულის ძმა აღმოჩნდა.

გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ – თათია გოგოლაურმა, პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა, იმერეთის პროკურორის რევაზ თოფურიას შუამდგომლობა, სადაც ბრალდების მხარე ნატო ხელაძის მიმართ, ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას.

საქმე ეხება სამტრედიაში დაკავებულ ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე რა თქმა უნდა არ დავეთანხმე პროკურორის შუამდგომლობას და ვითხოვდი, რომ არცერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან არ არსებობდა საქმეში არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებდა, მაგრამ “მოსამართლემ” ჩათვალა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოშიო და გაანადგურებს მტკიცებულებებსო. შემირცხვენია თათია გოგოლაურის სამართალი და მისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი…

მე მაჩერებდა და შენიშვნას მაძლევდა დაბალ ტონალობაში და აუღელვებლად მესაუბრა, მაშინ როდესაც ვცდილობდი დამერწმუნებინა მოსამართლე ბრალდებულის უდანაშაულობაში და მტკიცებულების არარსებობაში, მაგრამ ამაოდ.

მიუხედავად დაცვის მხარის დიდი წინააღმდეგობისა, მაინც პატიმრობა გამოიყენა და ეს საცოდავი გოგო, რომელსაც არ მოუკლავს მისი ქმარი, არის შშმ პირი, აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, არ იცის წერა კითხვა და ასევე ვერ გეტყვის რამდენი წლისაა. პატიმრობა გამოიყენა იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობაო, ხოლო ბრალდების მხარე, რომ დარწმუნდა, რომ ამ საქმეს დიდი ანგარიშით წააგებდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, დღეს წარდგენილი ბრალდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ ცრუ ჩვენებას ედავებიან, ანუ რატომ თქვიო რომ მე მოვკალიო.

ასე “გამოიძია” იმერეთის სამხარეომ მკვლელობის საქმე, პროკურორის რეზო თოფურიას ზედამხედველობით და სამართლიანი მოსამართლის თათია გოგოლაურის გადაწყვეტილებით უდანაშაულო ადამიანი პატიმრობაში აიყვანეს!!

ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს!” – წერს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

თეგები: ნატო ხელაძესამტრედია
გაზიარება285

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართული მუსიკალური კულტურის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ყოფილ დირექტოს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიორგი, ჟორა ლომთაძეს ემშვიდობება. "ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა...

დაწვრილებითDetails

ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ცხოვრების ნაწილი წაიღე – კიდევ ერთი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა
მთავარი

ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა. როგორც მეგობრები წერენ ის მძიმე დავადებას ებრძოდა ....უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ...ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...მარადიული ხსოვნა მის სულს "თეო ჩემო ლამაზო...

დაწვრილებითDetails

დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დასრულდა ეპოქა, ქუთაისი მაესტროს ემშვიდობება
მთავარი

დასრულდა ეპოქა ქუთაისი მაესტრო გიორგი (ჟორა) ლომთაძეს ემშვიდობება. მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილეს აქვეყნებენ. "დასრულდა ეპოქა...... აღარა მყავს ჩემი უსაყვარლესი, ულამაზესი მაესტრო,რომელმაც ეპოქა შექმნა ქუთაისის ოპერის თეატრში,ჩემი გენიალური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ეფრემოვკაა. ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული – ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

5 119 დაღუპული და 16 700-ზე მეტი დაშავებული - უკვე 26 დღეა ვენესუელაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის რეგიონებში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მიწისძვრამ 900-მდე შენობა დაანგრია, რის გამოც 18 000 მოქალაქე უსახლკაროდ...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე შეყვარებულებლმა ოჯახის 5 წევრი მოკლეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

აშშ-ის ილინოისის შტატში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს და მის 16 წლის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, დანაშაული აღმოსავლეთ სენტ-ლუისში სამ მისამართზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა სხვა რეგიობეში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ
მთავარი

ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ. 15 ივლისს ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა. კორპუსის მშენებლობაზე, ბეტონის საფარის დასხმის დროს კონსტრუქცია ჩამოიშალა და ნანგრევებში ახაკაგაზრდა კაცი მოჰყვა. დაღუპულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"