“ქართული ოცნება” ქუთაისში აგრძელებს ისტორიული შენობების განადგურებას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ ფოსტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ისტორიულ შენობაში გაჩენილი ხანძირს შესახებ გამოძიების დაწყება მოითხოვა.
გიგა შუშანიას თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომ ცეცხლი შეგნებულად გაჩნდა, რადგან დაგეგმილია შენობის გასხვისება. პოლიტიკოსი აღნიშნავს რომ საჭიროა სათანადო გამოძიება, რომ უპასუხო კითხები არ დარჩეს.
ქუთაისის ისტორიულ ფოსტის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ხანძარი 3 აპრილს გამთენიისას გაჩდა, დაიწვა შენობის მეორე სართული, რომელიც წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი.
ქუთაისში ფოსტის შენობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დაიწვა შენობის მეორე სართული.
შსს-ში აცხადებენ რომ, ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მუხლს არ აკონკრეტებენ, რაც აჩენს ეჭვს, რომ მომხდართან დაკავშირებით ჯერ გამოძიება არ დაწყებულა.
რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ისინი ადასტურებენ რომ ფოსტის შენობაში ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, თუმცა რა ფორთობია დამწვარი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.










