LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ – ლაშა ტუღუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე

ეს, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ – ლაშა ტუღუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე

დაპოსტა 2024/04/04-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით, მივიღებთ უარს ევროკავშირისგან, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გმირობა ნამდვილად არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რაღაცების კეთება, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მან მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივად და ანტიქართულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი.

„ძალიან ცუდია, რომ ასეთი კანონპროექტი ისევ დარეგისტრირდა პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, გადაკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით, მივიღებთ უარს ევროკავშირისგან, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები, რომლებიც დაახლოებით მსგავს ვითარებაში არიან, დიდი სიჩქარით, ძალიან დინამიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. მათ შეასრულეს პირობები, ვგულისხმობ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ და სხვათა შორის, გადავიდა ყველა, საქართველოს გარდა. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მიიღეს, ამ პროცესის საპირისპიროა. ან ხვდები ამას, ან ვერ ხვდები, მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ვერ ხვდებოდნენ. თუ ხვდები და მაინც დგამ ასეთ ნაბიჯებს, მიჭირს პასუხის გაცემა, მიზეზი ან მიზანი რა არის. ასეთი ნაბიჯები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და დააგვირგვინეს ამ კანონპროექტით, არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

თვითონ შინაარსით, ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც აქვს გაცხადებული მიზნები და ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არის ამის საპირისპირო. იმდენად ნათელი, აშკარა და განჭვრეტადია ყველაფერი, რომ როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყო რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ, ვერანაირად ვერ პოულობ გამართლებას ასეთი ტიპის ნაბიჯების. გამართლების 0% აქვს. არ არსებობს მიდგომა, რომელიც ასეთ დესტრუქციულ ნაბიჯს გაამართლებდა, თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა და თუ არ გვინდა, მაშინ ლოგიკა გასაგებია“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ახლა განადგურებით ემუქრება ქვეყნისა და ახალგაზრდების მომავალს.

„თუ აჯობებენ ქართველ ხალხს და დაანგრევენ მათ მომავალს, მაშინ ცხადია „დავუკრავთ ტაშს“. ისინი იმუქრებიან, რომ დაანგრევენ~ ქართველი ხალხის მომავალს. ფაქტობრივად, ამას ნიშნავს, რომ მოერევიან ქართველ ხალხს. ერთი წელი იმუშავეს ამ მიმართულებით, არ შენელდა და არ შეჩერდა ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა მათი მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით. თუ მოერევიან ქართველ ხალხს – ყოჩაღ! თუ მოერევიან ახალგაზრდებისა და საქართველოს მომავალს – ყოჩაღ! ეს ხომ არ არის თამაში?! ჩვენ ბევრნაირი ვითარება გვინახავს ამ ქვეყანაში, გვინახავს ისიც, როგორ ანგრევენ ქვეყნის მომავალს, მათ შორის, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები, ეს ამ საზოგადოებისთვის ახალი არ არის. „მიღწევები“ როგორ დავანგრიოთ საკუთარი მომავალი- გვაქვს. უახლესი ისტორიის მაგალითებიც გვაქვს ამისი, როგორ ვანადგურებდით რაღაც მომენტებში ჩვენს და ჩვენი შვილების მომავალს. ეს არ არის ახალი ამ ქვეყნისთვის. მიჭირს რამის გაზომვა, როგორი იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას და ახალგაზრდებს ძალიან კარგად ესმით, რა ხდება. არ არის ეს საზოგადოება ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს, რა ხდება. როცა ხელისუფლებაში ხარ, რა თქმა უნდა, ბევრი ბერკეტი გაქვს -ძალოვანი, ჯარი, პოლიცია, ყველაფერი შენ ხელშია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს არაფერს. გმირობა ნამდვილად არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რაღაცების კეთება და ამ ხალხმა ვერ გაიგო ეს ამბავი“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა
მთავარი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება,...

დაწვრილებითDetails

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია ” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუცია თავისი შინაარსით პოლიტიკურად მიკერძოებულია....

დაწვრილებითDetails

“ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების...

დაწვრილებითDetails

იმერეთში შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
იმერეთში შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად, იმერეთის რეგიონს ეწვია და სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე საჭიროებების შესახებ...

დაწვრილებითDetails

დღეს “თეატრალურ იმერეთზე” ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს "თეატრალურ იმერეთზე" ხარაგაულისა და რუმინეთის თეატრები წარსდგებიან. ხარაგაული მაყურებელს სპექტაკლს "ძარცვა იტალიურად" უჩვენებს. რეჟისორი ირინე ჩხეიძე. სპექტაკლი ლადო მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 17:00 საათზე დაიწყება. რუმინეტის, ქალაქ ტარგო-ჟიუს თეატრი...

დაწვრილებითDetails

ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე...

დაწვრილებითDetails

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
კნოლევის ტეროტორიაზე ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებული...

დაწვრილებითDetails

“ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის შედეგად დადგა”-შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

თავისთავად, ეს იმ ოკუპაციის მიმდინარე შედეგებია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური და გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად დადგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებსა...

დაწვრილებითDetails

” ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე”-გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია. როგორც გეგელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რეზოლუციაში...

დაწვრილებითDetails

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მხოდა

by მეგა TV
ივნისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ხელისუფლების განცხადებით, ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაცემულა, დაშავებულები  და ბირთვულ ობიექტებში დარღვევები არ დაფიქსირებულა. იაპონიის მთავრობამ ტოჰოკუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"