LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დაპოსტა 2024/04/03-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  სასამართლოს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს – 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრათ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, კლინიკაში 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულები გააფორმეს. ბრალდებულებმა  „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი ინსპექტირების, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფოს კუთვნილ 143 846 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ და სცადეს დარჩენილი 436 921 ლარის დაუფლება.

ასევე დადგინდა, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო  კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ 78 032 ლარს დაეუფლნენ  და დარჩენილი 90 568 ლარის დაუფლება სცადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტებზე. ასევე, ,,საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს – ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განესაზღვრათ” აცხადებს პროკურატურა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

სეს საბავშვო ბაღებიდან აღებული 129 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.  ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის...

დაწვრილებითDetails

შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო
მთავარი

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია - ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

ხვალ 80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP...

დაწვრილებითDetails

რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის...

დაწვრილებითDetails

3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის...

დაწვრილებითDetails

თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა. კომპლექსურად ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც სახლების და კოტეჯების მშენებლობისთვის მოქალაქეებს მოტყუებით 365 273 ლარი გამოსძალა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

გაშიფრულია მკვლელობის მომზადების სქემა – საქმეში „კანონიერ ქურდი“ „წრიპა“ ფიგურირებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

დიდი სპეცოპერაცია ქვეყანაში - დააკავეს პირები, რომლებიც ჯგუფურად ერთ-ერთი პირის მკვლელობას ამზადებდნენ, „კანონიერ ქურდ“ „წრიპას“ კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ირკვევა, რომ სწორედ "წრიპას", იგივე ალექსანდრე ქურასბედიანს დაუკავშირდნენ დაკავებული პირები დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით და მკვლელობის დეტალები,...

დაწვრილებითDetails

ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"