LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ

გამოწვევაა ციხეებში გადატვირთულობა – რა წერია ომბუცმენის ანგარიშში

დაპოსტა 2024/04/02-ში
A A
119
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. ომმბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 386 გვერდიანი ანგარიშში  წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

“ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას; საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის უშუალო მონაწილეთა დაუსჯელობას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

გრძელდება  ოკუპირებულ  ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო  ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, უკანონო პატიმრობის შემთხვევები, საკუთრების უფლების დარღვევა და თითქმის უწყვეტი უკანონო „ბორდერიზაცია.“ ურთულესია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; საბაზისო სერვისების შესახებ ინფორმაციის არქონა.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით სამწუხარო იყო შოვში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა. სახალხო დამცველის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების განხორციელება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს საგამონაკლისო წესით მიეცა შოვის ტრაგედიის საგამოძიებო მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, რაც აპარატს კატასტროფის წინაპირობებისა და ლიკვიდაციის პროცესში უფლებრივი მდგომარეობის საკითხების სიღრმისეულად შესწავლის და საგამოძიებო პროცესზე ეფექტური დაკვირვების საშუალებას მისცემს. შოვისა და გურიის შემთხვევების კონტექსტში ანგარიშში საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე – იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ წინასწარ მიიღოს გაფრთხილება.

სიცოცხლის უფლების ხელყოფის თვალსაზრისით შემზარავი იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. აითაჯის მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია.  მომხდარი  კიდევ  ერთხელ  ადასტურებს  მუშაობის  გაძლიერების საჭიროებას გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობისა და ბავშვის ქორწინებისგან დასაცავად.

ბავშვთა მიერ სწავლის მიტოვების და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საგულისხმოა თავად ბავშვებისა თუ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ბავშვთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური და სამოქალაქო ფსიქიატრიული დაწესებულებების, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და საცხოვრისების მონიტორინგის შედეგებს.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები; ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება.

წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებების გადატვირთულობა, არასათანადო მოპყრობისა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.

აუცილებელია  პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოქმედი პრაქტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, რათა დადგინდეს ერთიანი, განჭვრეტადი და მკაფიო საფუძვლები იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო  შეღავათით სარგებლობის  შესაძლებლობა.

სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს სათანადო პროგრამის გავლის, შეფასების და შესაბამისი პირობების დათქმით, უვადო პატიმრებს რეაბილიტაციის, სასჯელის შემსუბუქების, ან რიგ შემთხვევებში გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, სამწუხაროდ, პროგრამა არ არის კონკრეტული შედეგის მომცემი და პროგრამის გავლის შემდეგ, პატიმართა უმეტესობას (მიუხედავად დადებითი რეკომენდაციებისა), სასამართლომ სასჯელის შემსუბუქების, ან პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნაზე უარი უთხრა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა სრულიად სპობს ამ ადამიანებში ნებისმიერ მოტივაციას.

რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს სისტემაში, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე, კვლავ შენარჩუნებულია ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე.

2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო შეკრების თავისუფლების საკითხი. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აშკარად გამოჩნდა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.

გამოწვევას წარმოადგენს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

2024 წელს პირველად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამასთანავე, კენჭისყრის პროცესში მასშტაბურად დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები. მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წარსული სამწუხარო გამოცდილებისგან განსხვავებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, კენჭისყრის დღე ადამიანის უფლებების ხელყოფის გარეშე წარიმართება და საარჩევნო პროცესებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება.

გამოწვევად რჩება სოციალურ საცხოვრისებში არსებული არასათანადო გარემო, უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტების არარსებობა. გრძელვადიანი განსახლების მიზნებისთვის საბინაო ფონდისა თუ სოციალური საცხოვრისის უქონლობა და გადატვირთულობა. განსაკუთრებულად ყურადსაღებია ოზურგეთის ქუთაისის, გორის, თბილისის (ორხევის) საცხოვრისებში არსებული პირობები.

რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, საგულისხმოა, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა არც პოლიტიკის დოკუმენტების და არც საკანონმდებლო რეგულირების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალური ინფორმაციაა შესული საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის, რელიგიური, ეთიკური, ლგბტიქ+, შშმ პირთა, ხანდაზმულთა, არასრულწლოვანთა, დევნილთა, ლტოლვილთა და სხვათა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4849 განცხადება შევიდა; ცხელი ხაზზე დაფიქსირდა 17567 ზარი. გაიმართა დახურული დაწესებულებების ათეულობით მონიტორინგი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან და თემატურ ჯგუფებთან.

ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად შესაბამის უწყებებს გაეგზავნა 79 რეკომენდაცია/წინადადება; მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის.” ნათქვამია ანგარიშის მოკლე მიმოხილვაში.

იხილეთ სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის სრული ვერსია 

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა
მთავარი

სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდულის“ მფლობელ გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.  „ფერმერის დღე 2026“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აგროსექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს – დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ფაშისტური დაჯგუფების...

დაწვრილებითDetails

სეს საბავშვო ბაღებიდან აღებული 129 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.  ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის...

დაწვრილებითDetails

შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო
მთავარი

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია - ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

ხვალ 80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP...

დაწვრილებითDetails

რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის...

დაწვრილებითDetails

3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის...

დაწვრილებითDetails

თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა. კომპლექსურად ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"