“დაფნარიდან სოფელ წიაღუბნამდე მიმავალი გზა, მომსპარი და განადგურებულია. არაფერს ვამბობ იმ მონაკვეთზე რომელიც გასულ წელს ფილებით გააკეთეს. როგორც ჩანს დაზიანებული ფილები აყარეს და ნარჩენები იქვე გზასთან დაყარეს. ის რაც კიდევ დევს უმეტესად დახეთქილი და დამსკდარია. ხო დაიხარჯა ამ ყველაფერში ბიუჯეტის თანხა? ვინ შეასრულა დავალება? რატომ არის დღემდე ჩვენი სოფლები ასეთი უყურადღებო და ვის აქვს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე??? როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება?? 7 კილომეტრიან გზას ერთი საათი სჭირდება. განა ეს ნორმალურია?
არ არის მოწესრიგებული სოფელში მისასვლელი გზა, არ აქვს სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი, ყველა თავისი ხარჯით ცდილობს წყლის მოპოვებას, განსაკუთრებით რთულია ზაფხული როცა შრება მიწიდან გამომავალი წყლები. შუქი დაამონტაჟეს გზების გარკვეულ მონაკვეთზე, მაგრამ იმ ჩიხებში სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს უყურადღებოდ დატოვეს საინტერესოა ვის ეხებოდა სოფელში შუქის გაყვანა და რას მოიცავდა ის პროექტი. ვეძებ ყველანაირ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მათ კი ვისაც ამჟამად უკავიათ თანამდებობები თუ თავიანთ მოვალეობას ვერ ასრულებენ (ფაქტია ვერ ასრულებენ) ხალხის წინაშე, უმჯობესია დატოვონ პოსტები, ან დროულად გაიღვიძონ, მხოლოს ბიუჯეტის გაძარცვაზე რომ ფიქრობენ და ამდენი წელია სოფელში არაფერს აუმჯობესებენ“-წერს მოქალაქე ფეისბუქ ჯგუფში და ვიდეოს ავრცელებს.
ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო : Topnews.com.ge
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში...
სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა - სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო...
სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და...
იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა....
ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან - როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ნიშნავს...
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა...
გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,...
საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი...