ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივარებმა 15 წლამდელთა ასაკის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთდ მერიის წინ აქცია გამართეს.
მათ რვა თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების გამო ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უსახსრობის გამო “ტორპედო” დასაქმებულთა დაახლოებით, 90%-მა დატოვა, რაც გუნდის დაშლის ტოლფასია.
აქციაზე. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მივიდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია იტალიელ ინვესტორთან და დაახლოებით ერთ კვირაში ინვესტორი ჩამოვა.
ქუთაისის „ტორპედო“ ოთხი თვეა ინვესტორის გარეშეა. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.