ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი სავრაუდოდ 14 იანვარს, თეატრის დღეს გაიხსნება – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს რეჟისორმა ლევან გაბრიჭიძემ განუცხადა.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა თეატრი პრემიერით “ჩხიკვთა ქორწილი” გაიხსენება.
“სურვილი დიდია რომ 14 ნოემბერს გაიხსნას თეატრი. თეორიულად ყველაფერი მზად არის, პრაქტიკულად თუ კიდევ რაიმე არ შეგვიშლის ხელს.” – განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოიყო. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა, მისი გახნის თარიღი კი უკვე არაერთხელ შეიცვალა.
თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია 1987 წლის შემდეგ არ ჩატარებია.