LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა

რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა

დაპოსტა 2024/03/07-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, პროფესიული საქმიანობის გამო, ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ავრცელებს და წერს, რომ მის უფლებებს სწორედ ის იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, ეკა კვირკველია რეპროდუქტოლოგი (მოიცავს გინეკოლოგიასა და ანდროლოგიას), სექსოლოგი, ასევე კავკასიისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია აწარმოებს პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც საუბრობს მის პროფესიულ საქმიანობაზე და ათასობით მკითხველი ქალი ჰყავს.

კვირკველია ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე, მისი პროფესიული საქმიანობის გამო გახდა. მის მიმართ დაფიქსირდა სისტემატური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით.

“2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მოქმედი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფოს მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადეკვატურ ზომებს.

ეკას პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და მის მიმართ განხორციელებული ონლაინ სექსუალური ძალადობის უპასუხო დატოვება, იქნებოდა ეკას მრავალათასიანი მსმენელი ქალისთვის გზავნილი, რომ ამ სახელმწიფოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ქალებისთვის აკრძალულია. სახელმწიფოს უმოქმედობა გამოიწვევს ქალების პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის უფლებების დარღვევას. ამ გზავნილის სანაცვლოდ, ჩვენ ეკას და სხვა ქალების გაძლიერებას ვემსახურებით, რათა, არცერთი წუთით, თავი დაუცველად არ იგრძნონ ონლაინ, გენდერული ძალადობის წინაშე.

საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, საქმის მიმდინარეობისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ზომების შესახებ”, – წერს PHR-ი.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

პედიატრი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
პედიატრი მშობლებს მიმართავს
მთავარი

ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ე.წ. ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში და ხშირად “კოცნის დაავადებადაც” მოიხსენიებენ, რადგან გადადის ნერწყვით.   პედიატრის განმარტებით, დაავადება ჩვეულებრივ...

დაწვრილებითDetails

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები თამამად მიიღეთ, თუმცა დეტალებიც ყურადღებით გადაამოწმეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან საინტერესო შეთავაზება გელოდებათ....

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"