2 წელი უკრაინაში ომიდან – ქუთაისში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომის მეორე წლისთავი გააპროტესტეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სამოქალაქო აქტივისტები, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ უკრაინელ ხალხს გამძლეობა და გამარჯვება უსურვეს და აღნიშნე უკრაინა მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის.
რუსული აგრესია და ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება. პუტინის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” დღემდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა, დაღუპულია 500-ზე მეტი ბავშვი, ათასობით მოზარდი კი რუსეთმა ქვეყნიდან გაიყვანა. უკრაინელების გვერდით იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის ქართველები – რუსეთის ომს 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.










