ქართველი მებრძოლი, ზურიკო ჯოჯუა ევროპის ყველაზე დიდ MMA ორგანიზაცია KSW ში, 16 მარტს მსოფლიო ჩემპიონის ქამრისათვის იბრძოლებს.
ზურიკოს მეტოქე პოლონელი იაკუბ ვიკლაჩი იქნება, რომელსაც 14 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი აქვს. ზურიკო ამ ბრძოლას 9 მოგებითა და 1 მარცხით ხვდება.
ზურიკო ჯოჯუა მარტვილიდან, სოფელ ტალერიდანაა. მისი საბაზისო სპორტია – ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი, რომელიც მე-6-მე-8 კლასიდან დაიწყო. ზურიკო ჯოჯუა არის საქართველოს, კავკასიის, ევრაზიისა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, არის ბუკოველის ქამრის მფლობელი 61კგ წონით კატეგორიაში. არის უკრაინული ორგანიზაცია Free Fight -ის ქამრის მფლობელი. იბრძოდა ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Free Fight, tech-krep, FFP, MMA Pro. ზურიკო ჯოჯუა ამჟამად ვარჯიშობს პოლონურ კლუბში – octopus.
დასაწყისიდან დღემდე იბრძვის ქართული დროშით.










