ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილას საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება










