LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ – ნინო ჩხობაძე

ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ – ნინო ჩხობაძე

დაპოსტა 2024/02/08-ში
A A
82
ნახვა
გაზიარება

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ, – ამის შესახებ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ჰქონოდა, მეწყრის ზონაში ადამიანებს დროულად გაასახლებდნენ.

„ადამიანებს ეტყოდნენ, იცით, პირველი ნიშნები დაეტყო და ახლა უკვე საფრთხეა, უნდა გაგიყვანოთ. გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა“, – განაცხადა ჩხობაძემ.

ჩხობაძის მტკიცებით, სახეზეა კლიმატის ცვლილება.

„ერთადერთი პრევენცია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ეს არის გაასახლოს მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც საშიშროება არის. მით უფრო, განცხადებები მანამდეც კეთდებოდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია აჭარა-თრიალეთის ქედთან მიმართებით. არის საუბარი იმაზე, რომ მცირე კავკასიონიც მოყოლილია ასეთ აქტიურ ზონაში. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტად გააქტიურდება, იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე, იმიტომ, რომ უხვი ნალექი მოდის ერთ დღეში. ის, რაც 3 თვის განმავლობაში მოდიოდა. ამ შემთხვევაში, როცა ეროზირებული გაქვს ძალიან ბევრი მიწა, რა თქმა უნდა, ეს მოწყდება, თან რომ დააკვირდეთ კადრებს, ნახავთ, რომ ფერდის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მოცილებულია. ახალი ნერგებია, რამდენადაც ვხვდები, მანამდე ჭრას ექვემდებარებოდა, ადამიანის ძალიან დიდი ზემოქმედება ჰქონდა ფერდს და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არანაირი წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აგზავნიან მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ჩხობაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემები არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით სპეციალისტების არარსებობის გამო.

„ჩვენ ადგილზე სპეციალისტები არ გვყავს. წარმოიდგინეთ, რამდენი მეწყრული ზონაა, ყველაზე რეაგირება ფიზიკურად ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მეწყრული პროცესები გააქტიურა, ასევე, იმ ფაქტორმა, რომ ნალექი, რაც თოვლის სახით უნდა მოსულიყო, წვიმის სახით მოვიდა.

ნინო ჩხობაძემ, ასევე, განმარტა, რომ სახელმწიფომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე უნდა იზრუნოს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და გადაამზადოს კადრები.

„უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, სადაც ვიცით, რომ რაღაც ხდება. თუნდაც რუკები, რომელიც მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს იმას, რომ იკრიბებიან ადამიანები, ვისაც ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ, ათვალიერებენ ადგილზე რა ხდება. თუ ეს საფრთხის შემცველია, მაშინ გამოჰყავთ სოფლიდან ადამიანები ან სპეციალური დამცავი ღონისძიებები ტარდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება განვმარტავთ,რომ მედიაკომპანია "მთავარის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ა(ა) იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების" N 4 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა...

დაწვრილებითDetails

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
მთავარი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც...

დაწვრილებითDetails

ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ზურა სიხარულიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! ბოლო პერიოდში ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მომართა პაცენტებმა რამდენიმე მძიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის ზედოზირების და თრომბოზული/თრომბოფლებიტური გართულებების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია...

დაწვრილებითDetails

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს “ტვინს ურეცხავენ”

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ - განცხადება ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და...

დაწვრილებითDetails

თუ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება – ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება - ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails

შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება – ირაკლი კობახიძე ბაღებზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ - მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

სწრაფად უნდა ამოიღონ ნარჩენი საკვების ნიმუშები, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება – ასევე, უნდა გაირკვეს, მოსახლეობის სხვა ჯგუფების მიმართვაც ხომ არ გაიზარდა კლინიკებში მსგავსი სიმპტომებით – მაია ბუწაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება - ასევე, უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ასახელებს ბაღებს, რომლებიც დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილი 7 ბაღია: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი;...

დაწვრილებითDetails

“მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად, აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს”

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს. "მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად" -...

დაწვრილებითDetails

დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა
მთავარი

18 სექტემბერს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლების, წინასწარმეტყველი ზაქარიასა და მართალი ელისაბედის ხსენების დღეა წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"