„რატომღაც, პრევენციას, რაც ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებით ყველაზე მთავარია, არ ექცევა ყურადღება. უამრავი ნამუშევარი და რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები რამდენიმე ანგარიშში“, – ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3-ს კი ამ დრომდე ეძებენ.
„რატომღაც, პრევენციას, რაც ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებით ყველაზე მთავარია, არ ექცევა ყურადღება. უამრავი ნამუშევარი და რუკა არსებობს, სადაც ტერიტორიები მოხაზულია, როგორც საშიში, პირდაპირ ეს სოფელიც არის ნახსენები რამდენიმე ანგარიშში. ვიცოდით, რომ აქ ასეთი საფრთხეები არსებობს. მაგრამ შემდგომი ნაბიჯები არ იდგმება, რატომღაც.
თუ ჩვენ საფრთხეების თავიდან არიდება, ან გამოწვეული ზიანის შემცირება გვინდა, აუცილებლად ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლობა უნდა იყოს მომზადებული. მთელი მსოფლიო თანხმდება ამაზე“,- ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.










