მასალას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეყწრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ასევე, ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება მოსალოდნელია ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდ. ხანისწყალის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ;
გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში გაცემულია რეკომენდაცია სოფელ მეორე ობჩადან მოსახლეობის გაყვანის შესახებ, სოფელ ზეგანში სააგენტო საჭიროდ მიიჩნევდა ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას, სოფელ წითელხევში კი მეწყრული ტბების განტვირთვას და ზედაპირული წლების რეგულირებას.
დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ არ არის განთავსებული სააგენტოს ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ “კატასტროფების რისკის შემცირების პრაქტიკა უნდა იყოს ეფექტური, მრავალ საფრთხეზე გათვლილი, ინტეგრირებული, ხელმისაწვდომი და ფართო მასებზე ორიენტირებული.” აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია გეოლოგიური საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირება და მუშაობის გაძლიერება საფრთხეების გაანალიზებაზე.
შეგახსენებთ, გადაუღებელი წვიმების შედეგად გვიან ღამით ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მთის ფერდობი მოწყდა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. სახლებიდან გამოსვლა ვერავინ მოასწრო. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი, ეძებენ ხუთ დაკარგულს, მათ შორის არასრულწლოვნებს.










