მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან შიდა ქართლში – განსაკუთრებული ზიანი ხაშურის მუნიციპალიტეტს მიადგა, სადაც უხვი ნალექის შედეგად მდინარე შოლა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივების თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ ხაშურში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და შედეგად დაიტბორა ქალაქის 6 ქუჩა და 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე. დატბორილია ეზოები პირველი სართულები. წყალი შევარდა ბაზრის ტერიტორიაზეც. ხაშურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ვალუტის განახლებული კურსი 8 აპრილისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...










