“წუხელ ერთი ადამიანი ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი,15-16 წლამდე”, – აცხადებს ბაღდათში მცხოვრები ,,ინფო იმერეთთან” საუბრისას.
სოფელ ნერგეეთში, ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ახლობლების თქმით, ეძებენ მამას და მის სამ შვილს.
სოფელ ნერგეეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.










