ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე სამ მოქალაქეს შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა Ajaratimes ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“მთავარი არხი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.










