ქუთაისის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როგორც ენერგო პროს ცხელ ხაზზე აცხადებენ დაზიანების გამო გათიშულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ნაწილი. მათი წარმომადგენლის თქმით, გარკვეულ ტერიტორიებზე უკვე აღდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ზოგიერთ უბანში კი გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ენერგო პროს ინფორმაციით დენი არ აქვს საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბანოჯასა და ვარციხეს, თერჯოლაში, სიქთარვასა და მიმდებარე ტერიტორიებს.
რაც შეეხება მაღალმთიან ადგილებს, ენერგო პროს ცნობით, დიდთოვლობის გამო ჭირს ადგილზე მისვლა, ადგილობრივ ჯგუფებს დამატებით თბილისიდან ჩამოსული თანამშრომლები ეხმარებიან.
ქუთაისში ორი დღეა წვიმიანი და ქარიანი ამინდია. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.









