ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა. ინფორმაციას აა(ი)პ “სპეციალური სერვისები” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ქუთაისში წვიმa და ძლიერი ქარია. სინოპტიკოსების გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.









