“საშინელ ავარიას მდინარე ჭიშურასთან 19 წლის ზესტაფონელი გიორგი სოფრომაძე ემსხვერპლა”
“გიო რამხელა ტკივილი ხარ, ჩემს თვალწინ გაიზარდე. ვერ ვიჯერებ რომ აღარ ხარ. შოკში ვარ, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რატო რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი სასტიკი, გამეყინა გული, წახვედი შენს ანგელოზ ძმასთან”
“ეს რა საშინელება მოხდა, გაუგონარი ტრაგედია. დედას ერთი შვილი არ აკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც…”,- წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.
“გულში ნელ-ნელა ჩამწყდა ძარღვები და გაცნობიერება ძნელია.
.. ჩემი მოსწავლე, გიორგი სოფრომაძე, 19 წლის, შვილივით გაზრდილი, ჭკვიანი, ლამაზი, ახოვანი, თბილი, ზრდილი, საუკეთესო ოჯახისა და მშობლების შვილი, მშრომელი, გულიანი,მოცეკვავე, მომღერალი, მუსიკალურ ინსტრუმენტებს საოცრად ფლობდა, ბრწყინავდა როგორც ვარსკვლავი, ანათებდა როგორც მზე.. რომელიც დაბნელდა….![]()
![]()
მე ვიცი, ჩემს თვალწინ გაიზარდე, ჩემი შვილებივით ვზრუნავდი, როგორც ყველაზე…. ![]()
განგაშის ზარები რეკს კვალითში , ისეთი რომლის ხმაც ალბათ , არასოდეს მინელდება, ჩემს გულში მაინც გიო, იცოდე…” – წერს გარდაცვლილის მასწავლებელი.
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდის, გიორგი სოფრომაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა მდინარე ჭიშურასთან მოხდა.










