ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე აფთიაქი გატეხეს და შესაწირი ყუთი წაიღეს. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ობიექტი დაკეტილი იყო.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, უცნობ პირებს აფთიაქში თანხა არ დახვდათ და შესაწირი ყუთი, დაუდგენელი თანხით წაიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.










