ჩილეში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია სულ მცირე 19 ადამიანი და მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის კიდევ უფრო გზარდა.
სანაპირო ტურისტულ ქალაქ ვინა დელ მარში სამაშველო ჯგუფები დაზარალებულ უბნებზე მუშაობენ, ხოლო მეხანძრეები ვერტმფრენებითა და სატვირთო მანქანებით ცდილობენ ცეცხლის ლიკვიდაციას.
შს მინისტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო, რის შედეგადაც 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა.
ჩილეში ტყის ხანძრები ხშირი მოვლენაა ზაფხულის თვეებში. გასულ წელს, რეკორდული სიცხის ფონზე, დაახლოებით 27 ადამიანი დაიღუპა და 400 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა.










