რკინის ხიდი არ გინახავთ?! არ გაყინულა სხვაგან ხიდი?! პრაღაში ხიდი არ იყინება?! – ასე ეხმიანება ქუთაისის მერი თეთრი ხიდზე ყინვისგან შექმნილ პრობლემას.
თეთრ ხიდზე გახსნის დღიდან სხვადასხვა პრობლემა იქმნება. ზიანდება მინისა და რკინის საფარი. ხიდზე წვიმასა და ზამთარში ყინვის დროს გადაადგილება სახიფათოა. მოქალაქეები ასეთ ამინდში ხშირად ეცემიან ხიდზე.
ოპოზიცია ხიდის რეაბილიტაციის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა.










