ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ტრენერებმა ვორქშოპი ჩაატარეს. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის ტრენერებმა KIU-ს სტუდენტებს მანქანური დასწავლის ერთ-ერთი მიმართულებით უახლესი მიდგომები გააცნეს. ქართველმა სტუდენტებმა MIT-ის მიერ დანერგილ სასწავლო პროგრამებზე, ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით დეტალურ ინფორმაცია მიიღეს.










