ქუთაისში 40 ერთეული სატრანსპორტო საშუალების დამატება იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდოამზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმდინარეობს. მისივე თქმით ქალაქს, მიმდინარე წელს, რამდენიმე ერთეული, როგორც ავტობუსი, ისე მიკროავტობუსი დაემატება.
“იმისათვის, რომ განვახორციელოთ სრული მოცვა ქალაქის, დაახლოებით 40 ერთეული სატრანსპორტი საშუალებაა საჭირო. აქ განიხილება როგორც ავტობუსი, ისე მიკროავტობუსი. ამიტომაც გვაქვს მოლაპარაკება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მიმდინარე წელს, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სრულ რაოდენობას ამისას შევიძენთ, მაგრამ გვინდა, რაღაც ნაწილი მაინც რომ შევისყიდოთ. არის ადგილები, სადაც, სამწუხაროდ, მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ახერხებს ჩვენი თანაქალაქელების მოცვას. ეს არის საფიჩხია, გორა, ავტოქარხნის რამდენიმე უბანი. ასევე, ნიკეა, სადაც გვინდა შიდა საუბნოშიც შევიდეს (მარტო ცენტრალურ გზაზე დადის ამ ეტაპზე). ასე რომ, ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ეს ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში ამ დროისთვის 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი და 10 ერთეული მიკროავტობუსი მოძრაობს.










