ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით, მოსახლეობა ქალაქიდან და ქვეყნიდან იმიტომ მიდის რომ მათ აქ სამჯერ მეტ ხელფასს ვერავინ მისცემს. შესაბამისად მოქალაქეებს ხელი არ უნდა შევუშალოთ.
“მიდის ეს ხალხი ევროპაში, 3-ჯერ დიდი ხელფასი აქვთ იქ. ვინ მისცემს მათ ამ ქალაქში, ან ამ ქვეყანაში 3-ჯერ მეტ ხელფასს. ხელი შევუშალოთ ამ ხალხს რომ მიდიან?!”, – განაცხადა ხახალეიშვილმა.
ცნობისთის, რომ ქუთაისი მოსახლეობის მიხედვით ქვეყანაში მეორე ქალაქი იყო, ახლა კი მეოთხე ადგილზეა.










